სახის კრემ-ნიღაბი

სახის კრემ-ნიღაბი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

აქტიური კომპონენტები:  თაფლი, პროპოლისის ექსტრაქტი, ფუტკრის ცვილი, კაოლინი (თეთრი თიხა), შის ხის კარაქი.

ნატურალური თაფლისა და თეთრი თიხის(კაოლინის) ოპტიმალური შეხამება ღრმად წმენდს, კვებავს, ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს პრობლემურ კანს.
კაოლინს გააჩნია მაღალი ადსორბციული თვისებები - შთანთქავს ტოქსინებს და ჭუჭყს, უზრუნველყოფს შეშუპების შემცირებას, აუმჯობესებს და ათანაბრებს სახის ფერს.
პროპოლისის ექსტრაქტი ხსნის გაღიზიანებას, ამაღლებს სახის კანის დამცავ თვისებებს.
ნიღაბში შემავალი შის ხის კარაქი  ატენიანებს და აღადგენს კანს. შეიცავს A, D, F, და E ვიტამინებს, რომლებიც კანს ხდიან რბილსა და ხავერდოვანს.
კრემ-ნიღაბი  სახის კანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტების წყაროა, მისი გამოყენების შედეგად კანი უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური ხდება. ნიღაბი ხსნის დაძაბულობას, ასტიმულირებს კანის უჯრედებს.

გამოყენების წესი:   ნიღაბის მცირე რაოდენობა 10–15 წუთით თხელ ფენად წავისვათ  სახეზე (სანამ არ გაშრება). შემდეგ ნიღაბი მოვიშოროთ  ტონიკით დასველებული ბამბის ტამპონით. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ნიღაბის შემდეგ წავისვათ ღამის კრემი. ნიღაბის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს საათებში, დაძინებამდე  30-40 წუთით ადრე, კვირაში 2-ჯერ.

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები