ქუთუთოების (თვალის გარშემო) კრემი

ქუთუთოების (თვალის გარშემო)  კრემი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

აქტიური კომპონენტები: სადედე ფუტკრის რძე, ხორბლის პროტეინები, კიტრის, თეთრი ბარდის და ცხენისწაბლას ექსტრაქტები.

კრემი სპეციალურად ქუთუთოების განსაკუთრებით მგრძნობიარე და ნაზი კანისთვისაა შექმნილი.

შეიცავს ნატურალური კომპონენტების კომბინაციას, რომლებიც მკვეთრად გამოხატული რეგენერაციის უნარით გამოირჩევიან. კრემში შემავალი ნატურალური პროდუქტები წარმატებით ებრძვიან თვალის გარშემო ნაოჭებს, სრულყოფილად კვებავენ კანს ყველა საჭირო ნივთიერებით, აუმჯობესებენ თვალის კონტურს.
სადედე ფუტკრის რძე ააქტიურებს კანის უჯრედებს, ასტიმულირებს მათ მეტაბოლიზმს. შეიცავს ვიტამინებისა და შეუცვლელი ამინომჟავების მდიდარ კომპლექსს. არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, აფერხებს დაბერების პროცესს, კანს უბრუნებს ელასტიკურობას და სიმკვრივეს.
ხორბლის პროტეინებისა და ნატურალური პოლისაქარიდებისგან შემდგარი ბიოკომპლექსი არბილებს და ასწორებს კანს.
ცხენისწაბლას ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, სტაბილურებს კაპილარების კედლებს, ამაგრებს მათ. უზრუნველყოფს თვალის ქვეშ მუქი წრეებისა და შეშუპებების პროფილაქტიკას.
კრემს აქვს მკვებავი, დამცავი, მატონიზირებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება. მნიშვნელოვნად ამცირებს თვალის ირგვლივ შეშუპებასა და მუქ  წრეებს.

გამოყენების წესი: თვალის გარშემო თხელ ფენად წავისვათ დილას და საღამოს.

 ფასი: 10მლ-20ლარი

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები