სახის ნიღაბი ალგინატით

სახის ნიღაბი ალგინატით
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

ალგინატური ნიღბების ნაკრები ხსნის კოსმეტიკური საშუალებების ახალ ANTI-AGE (ასაკის საწინააღმდეგო) ხაზს ასაკოვანი კანისთვის. ნაკრები უზრუნველყოფს სახის კანის ექსპრეს-მოვლას სახლის პირობებში. ნიღბების რეგულარული გამოყენების შედეგად იზრდება კანის ტონუსი და ელასტიკურობა, ხდება წვრილი ნაოჭების დაჭიმვა, სახის ოვალი განიცდის კორექციას, უმჯობესდება კანის მდგომარეობა.

თვისებები:

  • გააჩნია სახის კანში ტენის შემაკავებელი ეფექტი, ასევე ლიფტინგ-ეფექტი.
  • ასტიმულირებს კოლაგენის ბოჭკოების სინთეზს, ხელს უწყობს მათ გამაგრებას.
  • ახასიათებს დეტოქსიკაციური ეფექტი.
  • აუმჯობესებს სახის კანის ნივთიერებათა ცვლისა და რეგენერაციის პროცესებს.

კოსმეტიკური ეფექტი:

  • წყლის ბალანსის შენარჩუნება, კანის (მათ შორის ასაკობრივი) სწრაფი დატენიანება.
  • სახის ოვალის კორექცია, ნაოჭების დაჭიმვა, ფორების შეკვრა.
  • კანის ტონუსისა და ელასტიკურობის გაზრდა.
  • დაღლილობის კვალის აღმოფხვრა, ასაკობრივი ცვლილებების კორექცია, სახის ფერის გაუმჯობესება.

ამ ნიღბების საფუძველს წარმოადგენს სრული ალგინატები - ალგინის მჟავის მარილები, რომლებიც მიიღება გარკვეული სახის წყალმცენარეებისგან და რომელთაც არ შეიცავს არც ერთი ხმელეთის მცენარე. ნაკრებში შედის სამი სახეობის ნიღაბი: პელოიდით, პროპოლისით და ქიტოზანით.

სახის ნიღაბი პელოიდით: ნიღაბის საფუძველს წარმოადგენს ზღვის წყალმცენარეები და პელოიდი. ნიღაბი ასტიმულირებს კანის უჯრედების განახლებას, აკორექტირებს ასაკობრივ ცვლილებებს, ათანაბრებს კანის რელიეფს და აუმჯობესებს კანის ფერს.
სახის ნიღაბი პროპოლისით: ნიღაბის საფუძველს წარმოადგენს ზღვის წყალმცენარეები და პროპოლისი, ნიღაბი იცავს კანს ადრეული დაბერებისგან,უზრუნველყოფს საერთო გამაჯანსაღებელ ეფექტს.
სახის ნიღაბი ქიტოზანით: ნიღაბის საფუძველს წარმოადგენს ზღვის წყალმცენარეები და ქიტოზანი. ნიღაბი ამაღლებს კანის ტონუსს და ელასტიკურობას, ეხმარება მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ფასი: 25 გ - 10 ლარი

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები