ვიტუს-ფაქტორი

ვიტუს-ფაქტორი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ყვავილის მტვერი(ფუტკრის ფეხგუნდა), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი, პროპოლისის ექსტრაქტი, ფიჭვის კუპრი.

გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე არასასიამოვნო და მტანჯველი არის ტკივილი და ანთებითი პროცესები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დელიკატური ადგილას  ვითარდება. ნებისმიერი უხერხული მოძრაობა იწვევს მტანჯველ შეგრძნებებს, ტკივილის გარეშე შეუძლებელია დაჯდომა, ან თუნდაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. თავს ძალზე უხერხულად გრძნობ!
„ვიტუს–ფაქტორი“ ლათინურად „სიცოცხლის უზრუნველმყოფელს“ ნიშნავს. ამ თვისებებს კრემს ანიჭებს ყველაზე  „ცოცხალი“ ბუნებრივი კომპონენტები: ფუტკრის პროდუქტები და ფიჭვის კუპრი. ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან ფართოდ გამოიყენება კუპრი – ფიჭვის ფისი. პროპოლისს ახასიათებს ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური, ჰემოსტატიკური (სისხლდენის შემაჩერებელი), ანტიმიკრობული და ქავილის საწინააღმდეგო თვისებები. პროდუქტებიც, რომლებიც შეიცავენ პროპოლისს იძენენ  ანალოგიურ თვისებებს. პროპოლისიანი ზეთების მასაჟები ძველი დროიდან მამაკაცის პოტენციის ამაღლების, სწორი ნაწლავის დაავადებების  შესანიშნავ სამკურნალო საშუალებად ითვლება.

თვისებები:

  • ახასიათებს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანტიმიკრობული ანთების საწი-ნააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური, ჰემოსტატიკური და რეგენე-რაციული მოქმედება;
  • აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მიკროცირკულაციას;

გამოყენება და ჩვენებები:

  • სწორი  ნაწლავის  დაავადებების  პროფილაქტიკა  (ლორწოვანის ანთება, პროქტიტი, პარაპროქტიტი); ჰემოროის (ბუასილის) დროს, სწორი ნაწლავის ვენების გაგანიერების დროს (კრემისგან დამზადებული სანთლების შეყვანა ხდება სწორ ნაწლავში (ლორწოვანზე წინასწარ სინჯის გაკეთების შემდეგ), ან ტამპონზე წასმული კრემი კომპრესის სახით დაიდეთ (გარედან) მთელი ღამის განმავლობაში.
  • პროსტატის ადენომის და პროსტატიტის დროს, სქესობრივი სისუსტისას კრემი წაისვით გავის ძვალზე.
  • გამოიყენება მცირე მენჯის ორგანოების, განსაკუთრებით გინეკოლოგიური დაავადებებისას (კისტა, ენდომეტრიოზი, ფიბრომა), საშვილოსნოს მილების ანთების, უშვილობის, ბაქტერიული  ვაგინიტის დროს - გამოიყენება  ტამპონები.
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს შეიძლება აპლიკაციების გაკეთება საშვილოსნოს ყელზე (მხოლოდ კოლპოსკოპიისა და ლორწოვანის ნიმუშის აღების შემდეგ);
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, ქვედა კიდურების სისხლძარღვების სკლეროზული დაზიანების დროს (კრემი წინასწარ შეურიეთ „აპიბალზამ-1“ ან კრემ „ტენტორიუმს“), დაიდეთ აპლიკაციის სახით, მასაჟის გარეშე მსუბუქი მოძრაობით - ქუსლიდან ზემოთ, ვენების მიმართულებით. კვანძების არსებობისას კრემი წაუსვით დოლბანდს და დაიდეთ კომპრესის სახით (საღამოს 30-50 წუთით, კომპრესის მოხსნის შემდეგ ნარჩენების მოცილება საჭირო არ არის);

გამოყენების წესი:კანის პრობლემურ უბნებზე წაისვით კრემი ყოველდღე ან დღეგამოშვებით; ხოლო ჰემოროიდულ კვანძებზე ყოველდღე. კრემი უნდა შეურიოთ „აპიბალზამ-1“ შეფარდებით 1:3 ან კრემ „ტენტორიუმს“, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;  კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.ვინაიდან კრემი შიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს გამოყენების წინ სასურველია ჩატარდეს კანის სინჯი: წაისვით კრემი წინამხრის შიდა ზედაპირზე 2 - 3 -სთ-ით, თუ არ აღინიშნა რაიმე სახის რეაქცია, გამოიყენეთ მითითებისამებრ; თუ გამოვლინდა შეწითლება, შეშუპება ან გამონაყარი განაზავეთ კრემ „ტენტორიუმთან“ 2-, 4- ან 8-ჯერ.

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები