ჩილიდონია

ჩილიდონია
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ფუტკრის ცვილი, პროპოლისი, თაფლი, ფიჭვის კუპრი, Ovotelle.

კრემის ინოვაციური ფორმულა შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენეტებისგან. კრემში შემავალი პროპოლისი ხსნის ანთებას, თაფლი კვებავს, ფიჭვის კუპრს ახასიათებს ანტიმიკრობული თვისებები. კრემს დამატებული აქვს ჰიპოალერგიული კომპონენტი Ovotelle, რომელიც მიღებულია მწყერის კვერცხის გულისგან. კრემს ახასიათებს ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება ბაქტერიებისა და სოკოების გასაუვნებლებლად. აგრეთვე აქვს, ტკივილგამაყუჩებელი, დამწვრობის საწინააღმდეგო ეფექტი და რეგენერაციის უნარი. განსაკუთრებიტ ეფექტურია კანის ნახეთქების, ტროფიკული დარღვევების და დერმატიტის დროს. 

რეკომენდებულია:

  • კანის აღსადგენად ეკზემის, ფსორიაზის, ნეიროდერმიტის დროს (ეს დაავადებები დაკავშირებულია ნერვული სისტემის, ღვიძლის, ნაწლავების მდგომარეობასთან, ამიტომაც პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს ამ ორგანოების ფუნქციონირება), კრემის გამოყენება რეკომენდირებულია კუჭ–ნაწლავის გამწმენდ  პროგრამასთან ერთად;
  • კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს კრემი წავისვათ დაზიანებულ ადგილას 2–ჯერ დღეში, სანამ სასურველ  ეფექტს არ მივიღებთ. სტაბილური შედეგის მისაღებად "ჩილიდონიასთან" ერთად სასურველია მივიღოთ "ეი–პი–ვი" და დრაჟე "ექსტრა–ბეფუნგინი".
  • დამწვრობისას კრემი მაშინვე წავისვათ დაზიანებულ ადგილას 2 საათის მერე გავიმეოროთ (ასეთი პროცედურების შემდეგ ტკივილი სწრაფად ქრება, თითქმის არ წარმოიქმნება ბუშტუკები, დამწვრობის კვალიც თითქმის არ რჩება).
  • მეჭეჭებისა და პაპილომების მოსაშორებლად წავისვათ და დავიფარით დოლბანდის საფენი. პიგმენტური ლაქების, ჭორფლის გასაუფერებლად წავისვათ პრობლემურ ადგილას.
  • პაროდონტოზის პროფილაქტიკისთვის: კრემის მცირე რაოდენობა დავიტანოთ კბილის ჯაგრისზე, შემდეგ მასზე კბილის პასტა და გავიხეხოთ კბილები დღეში 2–ჯერ, ამავე შემადგენლობით შეიძლება ღრძილებზე აპლიკაციების გაკეთება.

გამოყენების წესი: ყოველდღე, ოდნავ ნამიან კანზე კრემი დავიტანოთ აპლიკაციის სახით, 2-3 საათის მერე კრემის ნარჩენები მოვიშოროთ კოსმეტიკური ბამბით. სველ ჭრილობებზე კრემი არ წავისვათ. ამ დროს ჯერ შევაშროთ პროპოლისის წყალხსნარით, შემდეგ, როცა კანი გაშრება, შეიძლება კრემის წასმა.

 ფასი: 50გ-20ლარი

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები