აპი-ბიუსტი

აპი-ბიუსტი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა:  ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა), ნატურალური თაფლი, პროპოლისის ექსტრაქტი, ფუტკრის ნაყენი (მიკროდოზებით შეიცავს ფუტკრის შხამს), ფუტკრის ცვილი, პირშუშხას ექსტრაქტი, ფიჭვის კუპრი.

ფიჭვის კუპრი ხასიათდება ძლიერი ბაქტერიოციდური თვისებებით, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გაუვნებელყოფა. თაფლი კვებავს და აღადგენს კანის უჯრედებს. პროპოლისს ახასიათებს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. კრემის შემადგენლობაში შემავალი ცვილი აკავებს ტენს კანის ზედაპირზე, რითაც აძლიერებს კრემის კოსმეტიკურ ეფექტს. კრემ „აპი-ბიუსტის“სწორი და რეგულარული გამოყენება იძლევა შესანიშნავ კოსმეტიკურ ეფექტს, ვიზუალურად აუმჯობესებს კანს, ზრდის მის ელასტიკურობას. კრემ „აპი-ბიუსტით“ კანის და განსაკუთრებით მკერდის დეკოლტირებული ნაწილის პროფილაქტიკური მოვლა დიდი ხნით უნარჩუნებს კანს სილამაზეს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას!

თვისებები და გამოყენება:

  • ახდენს გამოხატულ ბაქტერიოციდულ, ანტივირუსულ, ანტიმიკრობულ, ანთების საწინაამდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას; ხასიათდება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური, ჰემოსტატიკური და რეგენერაციული თვისებებით.
  • ადგილობრივად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ხელს უწყობს ცელულიტის გაქრობას; ელასტიკურს ხდის კანს;
  • მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლების ანთებითი დაავადებების და ბუნებრივი კვების დროს რძის დაგუბების განვითარების რისკს.
  • ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკას; მასტოპათიებისა და მასტიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მეძუძურებში კრემის გამოყენებისას გაადვილებულია რძის გამოწველა, არ წარმოიქმნება ან მალე ხორცდება ძუძუს თავის ნახეთქები;
  • კოსმეტიკური მიზნით სახის, კისრის, მკერდის დეკოლტირებული ნაწილის, სარძევე ჯირკვლების კანის მოვლა („აპი-ბიუსტით“ მსუბუქი მასაჟი აჯანსაღებს სახის, კისრის კანს, მკერდი ადგილობრივად ტროფიკის  გაუმჯობესებისა და ელასტიკურობის მატების ხარჯზე უფრო სავსე ხდება);
  • ცხიმიანი კანისა და სახეზე ფერისმჭამელების შემთხვევაში: კრემის წასმის წინ სახე უნდა იქნეს დაბანილი ცხელი წყლით, ფორების გაფართოების მიზნით;

გამოყენების წესი: საღამოს, აბაზანის ან შხაპის შემდეგ, კრემი უნდა წაისვათ მკერდის მიდამოში მსუბუქი რადიალური, წრიული მოძრაობებით სარძევე ჯირკვლების პერიფერიული მიმართულებით, ასევე კისერსა და სახეზე (ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით). კურსის ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სარძევე ჯირკვლების დაავადებების პროფილაქტიკის დროს არაუმეტეს 15 დღისა, მკურნალობის დროს 1 თვე. ვისმევთ ყოველდღიურად, ან დღეგამოშვებით. კურსის სასურველი პერიოდულობა - არანაკლებ 3 თვეში ერთხელ 2-კვირიანი კურსებით. კრემის გამოყენების წინ აუცილებელია კანის სინჯის ჩატარება - 2-3 საათით წავუსვათ წინამხრის შიდა მხარეზე ზედა მესამედში, თუ რეაქცია არ აღინიშნება, კრემი გამოიყენეთ მითითებების შესაბამისად. თუ გამოვლინდა შეწითლება, ქავილი და შეშუპება, კრემი 2, 4 ან 8–ჯერ განაზავეთ ორთქლის  აბაზანაზე ადუღებული მცენარეული ზეთით. 

ფასი: 50 გ - 20 ლ

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები