აპი-კრემი

აპი-კრემი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ყვავილის მტვერი(ფუტკრის ფეხგუნდა), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ნაყენი(მიკროდოზებით შეიცავს ფუტკრის შხამს), ფუტკრის ცვილი, პროპოლისის ექსტრაქტი.

კაცობრიობის არსებობის მთელი დროის განმავლობაში, ადამიანები იტანჯებოდნენ თავის ტკივილებით. ხოლო შაკიკი მეოცე საუკუნეში უკვე ცალკე ნოზოლოგიად ჩამოყალიბდა. ყველა დაავადება, რაც დაკავშირებულია თავთან და თავის ტვინთან, საკმაოდ სერიოზულია. ძალზე ხშირად მათი გამომწვევი მიზეზია სისხლძარღვების სხვადასხვა პათოლოგიები. სპეციალურად სისხლძარღვებისთვის კომპანია „ტენტორიუმის“  მეცნიერებმა შეიმუშავეს „აპიკრემი“.  მასში შედის ფუტკრის შხამის მიკროდოზები, რომლებიც ყვავილის მტვერში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს აძლევენ ქსოვილებში  ღრმად შეღწევის საშუალებას. თვითონ ფუტკრის ფეხგუნდა ხელს უწყობს ძალებისა და სასიცოცხლო ენერგიის აღდგენას, უზრუნველყოფს დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის და ნერვული შეტევის შედეგების შერბილებას. მასში შემავალ ფერმენტებს აქვთ უნარი იბრძოლონ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. შედეგად მაღლდება მზერის სიმახვილე,  უმჯობესდება მახსოვრობა და სმენა. „აპიკრემი“ უზრუნველყოფს სწრაფ აკლიმატიზაციას, ორგანიზმის ადაპტაციას მუდმივ ცვალებად მეტეოპირობებთან.

გამოყენება და ჩვენებები:

  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
  • სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს. ინფარქტების, პოსტინსულტური დაავადებებისა და ჰიპერტონული დაავადების დროს.
  • შიდა ქალას წნევის მომატების დროს (კომპლექსში კრემ „ტენტორიუმთან“);
  •  შაკიკის, თავის ტკივილის და თავბრუსხვევისას კრემი ფრთხილი მოძრაობებით ღრმად შევიზილოთ საფეთქლის, კეფის, ყურების უკანა არეში 10–15 წუთის განმავლობაში (კომპლექსში კრემ „ტენტორიუმთან“);
  • ნეიროცირკულატორული, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს; მენინგიტის, ენცეფალიტის, ქალა–ტვინის ტრავმების, ტვინის დაზიანებისას; ენცეფალოპათიების დროს;  სმენის, სამწვერა და მხედველობის ნერვების ნევრიტების დროს  კრემი უნდა წაისვას ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში (კრემ „ტენტორიუმთან“ ერთად).
  • სმენის გაუმჯობესების მიზნით გაკეთდეს კრემით ყურის ბიბილოს უკან წერტილოვანი მასაჟი, ყურში უნდა ჩაიდოს კრემწასმული ტურუნდები;
  • მხედველობის გაუმჯობესების მიზნით: კრემით წერტილოვანი მასაჟი – საფეთქლები, მუხლქვეშა ფოსოები, წარბის დასაწყისი, შუა და ბოლო ადგილები;
  • ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის, ართროზის, ართრიტების,პოლიართრიტების, მიალგიების, ნეკნთაშუა ნევრალგიების დროს აპლიკაციების სახით (კრემ „ტენტორიუმთან“ ერთად).
  • სახსრების მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე სპორტული ტრავმების, დაჟეჟილობების დროს (კრემ „ტენტორიუმთან“ ერთად).
  • მტკივნეული მენსტრუაციის, გინეკოლოგიური დაავადებებისას კრემი უნდა წავისვათ გავის ძვალზე და მუცლის ქვედა მესამედში (კრემ „ტენტორიუმთან“ ერთად).

გამოყენების წესი:

1–3 გ კრემი წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით შეიზილეთ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში 1–1,5 წთ–ის განმავლობაში 2–ჯერ დღეში დილა–საღამოს. კურსი 24–28 პროცედურა. ინსულტის ეფექტური პროფილაქტიკისთვის საჭიროა მინიმუმ 4 კურსი წელიწადში.

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები