თაფლი მუმიოთი

თაფლი მუმიოთი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, მუმიო.

მუმიო არის ორგანული და არაორგანული წარმოშობის ნივთიერებათა ბუნებრივი ნაერთი. შავი ან ყავისფერი ფისისებრი მასა, წარმოიქმნება კლდის ნაპრალებში ან ნახეთქებში აპკის, ქერქის ან კორძის სახით. მუმიო შეიცავს 28 ქიმიურ ელემენტს, 30 მაკრო და მიკროელემენტს, აგრეთვე 10 სხვა და სხვა მეტალის ოქსიდს, 6 ამინომჟავას, რიგ ვიტამინებს, ეთერზეთებს.
თაფლი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტს, მნიშვნელოვან ფერმენტებს, ვიტამინებს: თიამინს(B1), რიბოფლავინს(B2), პირიდოქსინს(B6), ნიკოტინის მჟავას, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, აგრეთვე ასკორბინის მჟავას(C ვიტამინი).

თვისებები:

  • ასტიმულირებს იმუნურ და სისხლწარმომქმნელი ორგანოების სისტემათა ფუნქციებს;
  • დაზიანებულ ქსოვილებში აჩქარებს აღდგენით პროცესებს;
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები;
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  • აქვს საერთო გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტები;
  • ამაგრებს ძვალ–სახსროვან სისტემას, ასტიმულირებს მინერალურ  ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამით ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას;
  • იმუნომოდულატორული მოქმედება და რეგენერაციული პროცესების  გააქტიურება;
  • კომპოზიცია „თაფლი მუმიოთი“ დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტონციდებს (ბუნებრივი  „ანტიბიოტიკები“), რაც განაპირობებს მის ბაქტერიოციდულ მოქმედებას;

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ სისტემას;
  • ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადებები. ორგანიზმში მინერალურ ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
  • გულ–სისხლძარღვთა  დაავადებების  პროფილაქტიკა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული  დაავადებები;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება;
  • ფიზიკური და ფსიქიური გადაღლილობა, სტრესი, დეპრესია;
  • მოტეხილობები, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები; ქირურგიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  • აღმდგენი მინერალო–ვიტამინური კომპლექსი სპორტსმენებისთვის, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვების დროს;
  • გერონტოლოგიური (გამაახალგაზრდავებელი) საშუალება ხანდაზმულებისთვის

მიღების წესი: 1/2 - 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ბავშვებში: 1/3 - 1/2 ჩაის კოვზი  2–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები