თაფლი ლეციტინით

თაფლი ლეციტინით
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, ლეციტინი.

ლეციტინი უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე საჭირო ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ძვირფასი საშენი მასალაა გულის, თავის ტვინის, ნერვული სისტემის უჯრედებისთვის. ლეციტინი ძირითად შეუცვლელ ფოსფოლიპიდებს, ქოლინსა და ინოზიტოლს, შეიცავს. ფოსფოლიპიდები ცხიმოვანი მჟავებისა და ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ.  

თაფლი  ლეციტინით საუკეთესო პროფილაქტიკაა ისეთი დემიელინიზირებული ნეიროდეგენერაციული დაავადებებისა, როგორიცაა: გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება და სხვ.
ლეციტინი აუმჯობესებს ცხიმოვან, განსაკუთრებულად ქოლესტერინის ცვლას, ღვიძლს იცავს გაცხიმოვნებისგან, სისხლძარღვების კედლებზე აფერხებს ლიპიდების ჩალაგებას, ამაღლებს ჰემოგლობინს, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აუმჯობესებს A, D, E, K ვიტამინების  შეთვისებას. ამ კომპოზიციის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან ემბრიონის სწორ განვითარებას უწყობს ხელს. ლეციტინის მიღება აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, ბავშვისთვის, მოზარდისთვის, ზრდასრული ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც სურს შეაჩეროს ან შეანელოს თავის ტვინის დაბერების პროცესი, რომელიც ასაკთან ერთად აცეტილქოლინის სინთეზის შემცირებითაა განპირობებული. ადამიანის ორგანიზმი ლეციტინს მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს, ამიტომ აუცილებელია ყოველდღე ჩვენი საკვები გავამდიდროთ ლეციტინიანი პროდუქტებით. კომპოზიციაში გამოყენებული ლეციტინი არის მცენარეული წარმოშობის, მიღებულია მზესუმზირისგან.

ჩვენებები:

  • ძლიერი ემოციური და ფიზიკური დატირთვები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • კომპლექსური მკურნალობა ან  პროფილაქტიკა დემიელინიზირებული ნეიროდეგენერაციული დაავადებების: გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება, კლაინცფელდ-იაკობსის  სინდრომი  და სხვები;
  • ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების ფუნქციური და ორგანული დარღვევები: დისკინეზია, ნაღვლის კოლოიდური თვისებებისა და ქიმიური შემადგენლობის დარღვევები, ღვიძლის ქსოვილის დისტროფიული, ანთებითი და ფიბროზული პროცესები, ქრონიკული ჰეპატიტი;
  • ცხიმოვანი ცვლის დარღვევები, გაცხიმოვნება;
  • ნერვული სისტემის დარღვევები;
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, ათეროსკლეროზი;
  • ექსკრეტორული და ინკრეტორული პანკრეატოპათიები;
  • სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერქოლესტერინემია;
  • ფუნქციური და ორგანული გენეზის ენდოკრინოპათიები, მათ შორის კლიმაქტერული დარღვევები;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • მიოპათიები, მათ შორის კარდიომიოპათიები;
  • შრომისუნარიანობის, ყურადღების კონცენტრაციის, მახსოვრობის დაქვეითება; ახალი ინფორმაციის ძნელად ათვისების დროს;
  • მძიმე ინფექციური დაავადების შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი, ქირურგიული ოპერაციის, ქიმიოთერაპიის, ინტოქსიკაციების შემდგომი პერიოდი;
  • აბსტინენციის სინდრომის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ფსორიაზი, კანის ანთებითი დაავადებების დროს;

მიღების წესი: ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი  2–ჯერ დღეში საკვებთან ერთად. დიდებში:1 ჩაის კოვზი  2–ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

ფასი: 300 გ - 49 ლ

ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები