თაფლი ჭეოთი

თაფლი ჭეოთი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ნატურალური თაფლი, ჭეო.

ჭეო (ფუტკრის პური) პროტეინების ბუნებრივი კონცენტრატია, ის შეიცავს შეუცვლელი ამინომჟავების სრულ ნაკრებს, შემადგენლობითი პროპორციებით დაბალანსებულ ნახშირწყლებს (ფრუქტოზა, გლუკოზა), ფიტოჰორმონებს, მინერალურ ნივთიერებებს.
ჭეო აგრეთვე მდიდარია A, E, C და B ჯგუფის ვიტამინებით, მიკროელემენტებით (რკინა, კალიუმი, კალციუმი, თუთია). ჭეო ყვავილის მტვრისგან განსხვავებით სტერილურია, ამიტომ ორგანიზმის მიერ მისი შეთვისება უფრო იოლად ხდება. მისი კვებითი ღირებულება ყვავილის მტვრისას 3-ჯერ აღემატება. თაფლი და ჭეო ფუტკრის ნატურალური პროდუქტების საუკეთესო შეხამებაა. ისინი აძლიერებენ და ავსებენ ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს. თაფლის კომპოზიცია „თაფლი ჭეოთი“ ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით, 
აწესრიგებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. არის ეფექტური ანაბოლიკი (ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდას), დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, გააჩნია ჰეპატოპროტექტორული თვისებები.

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი; როგორც საერთოგამაჯანსაღებელი, იმუნომოდულატორული საშუალება.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, დისბაქტერიოზი.
  • ბავშვებში ძვლოვანი ქსოვილისა და კბილის მინანქარის ფორმირების პერიოდი.
  • ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში.
  • მოზრდილებში მასის დეფიციტი, ფერმენტული დარღვევები.
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაღლილობა, სტრესები, სისხლძარღვების სპაზმი.
  • მოტეხილობები, ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
  • მხედველობასთან, თვალის ბადურასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • მოხუცებში, როგორც ამინომჟავებისა და პროტეინების წყარო.
  • სპორტსმენებში, როგორც ბუნებრივი ანაბოლიკი.

მიღების წესი: 1 წლამდე - 1/4 ჩაის კოვზი, 1-5 წელი: 1/3 ჩ.კ. 2–ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წთ. ადრე; 6-12 წელი: 1/2 ჩ.კ. 2–ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წთ. ადრე 12 წლის ზემოთ 1 ჩ.კ. 2–ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წთ ადრე.

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები