თაფლი

თაფლი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

თაფლი მართლაც რომ საოცარი პროდუქტია, ბუნების უძვირფასესი საჩუქარი და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საგანძურია. ის მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, ეთერზეთებით და ლიპიდებით.
თაფლი ადამიანის ორგანიზმს ენერგიითა და ძალით უზრუნველყოფს, ამაღლებს კუნთების ტონუსს და ფიზიკურ აქტიურობას. ჯერ კიდევ პირველი ოლიმპიური თამაშებიდან თაფლი უძველესი ოლიმპიელების საყვარელი საკვები იყო. თაფლი საუკეთესოდ ასტიმულირებს გონებრივ საქმიანობასაც. უზრუნველყოფს გლუკოზის შემცირებას სისხლის პლაზმაში, ნატურალური თაფლის მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც.
თაფლის ბაქტერიოციდული თვისებები განპირობებულია იმით, თუ რომელი მცენარის ნექტარისგან არის ის მიღებული. ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა ცაცხვის, წიწიბურას, ძიძოს და სხვ. თაფლი. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა არა მონოფლორული (ანუ თაფლი, რომელიც ერთი მცენარის ნექტარისგანაა მიღებული), არამედ პოლიფლორული - ბევრი მცენარისგან მიღებული. ფუტკრები ასეთ თაფლს აგროვებენ უამრავი სამკურნალო მცენარისგან. ასეთი თაფლი ყოველთვის ძვირად ფასობდა და გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი არომატითა და მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებებით.
ადამიანის ორგანიზმი თაფლს 100%-ით ითვისებს. მაგალითისთვის, ჩვენი ორგანიზმი ხორცსა და კვერცხს ითვისებს 95%-ით, ხორბლის პურს 96%-ით, ჭვავის პურს 85%-ით, კარტოფილის 89%-ით.თაფლის დღიური მოხმარების ნორმა მოზრდილებისთვის 50-80 გრამია, ბავშვებისთვის - 15-20 გრამი.

იცით თუ არა, რომ 1 კილოგრამი თაფლის მისაღებად ფუტკრები 4500-ჯერ უნდა გამოფრინდნენ სკიდან და ესტუმრონ ნექტრისთვის 6-10 მილიონ ყვავილს. ძლიერი ოჯახი დღეში აგროვებს 5-10 კგ თაფლს (10-20კგ ნექტარი). მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფუტკარი საშუალოდ ჭამს 1/12 ლიტრ თაფლს, ანუ 400გ! 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები