პროპოლისი

პროპოლისი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

პროპოლისი(ფუტკრის წებო) - ფუტკრების მიერ სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების კვირტებისგან მოგროვებული კუპრისებრი ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია. მცენარეები გამოიმუშავებენ სპეციალურ კუპრისებრ ნივთიერებებს, რომლებითაც  კვირტებს (ფოთლების ნაზ ჩანასახებს) უცხო მიკროორგანიზმებისგან იცავენ.  
პროპოლისის სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. მეფუტკრეობის ეს უძვირფასესი, უნიკალური პროდუქტი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს - სკაში უზრუნველყოფს თითქმის იდეალურ სტერილობას. პროპოლისის ბიოლოგიური თვისებების (ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიტოქსიური, ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენერირებელი, იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო და სხვ.) მრავალფეროვნებას მასში შემავალი ბიოფლავონოიდები, არომატული მჟავები და ეთერზეთები განსაზღვრავენ. პროპოლისი ამაღლებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ამტანობას გარემოს არასასურველი ფაქტორებისადმი. პროპოლისი საკვებ პროდუქტებში ლიდერია ანტიოქსიდანტური აქტიურობისა და ბიოფლავონოიდების* შემცველობის მიხედვით. იგი იცავს იმუნურ სისტემას და ეხმარება უჯრედებს თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფასა და გამოდევნაში.                                                                                                                                                            

*ბიოფლავონოიდები – მცენარეული წარმოშობის ვიტამინის მსგავსი ნივთიერებები (რუტინი, კვერცეტინი, კატეხინი და სხვები). ხელს უწყობენ C ვიტამინის შეთვისებას, ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებენ მათ განვლადობას, აჩერებენ ლიპიდების ზეჟანგურ დაშლას (დაჟანგვის საწინააღმდეგო მოქმედება), დადებითად მოქმედებენ ღვიძლის მუშაობაზე, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები