ბიფიდოხლებინა

ბიფიდოხლებინა
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: თაფლი, ჭეო, სელის ფქვილი, ინულინი, ბაქტერიული პრობიოტიკული პროგრამა (Bifidobacterium).

დრაჟე „ბიფიდოხლებინა“ კომპლექსური პროდუქტია, რომელიც შეიცავს ჭეოს, საკვებ ბოჭკოვან ნივთიერებებს და ბიფიდობაქტერიებს. დრაჟეს აქვს პრო და პრებიოტიკული თვისებები, რომელიც განპირობებულია მასში შემავალი ჭეოთი. ჭეო მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებით, ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით, აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმის აღდგენით პროცესებზე. დრაჟე შეიცავს ბიფიდობაქტერიებს - ცოცხალ მიკრობიოლოგიურ კულტურას, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიკროფლორის საფუძველს შეადგენს. ბიფიდობაქტერიების ფუნქციაა - ორგანიზმის დაცვა, გაწმენდა და კვება.

თვისებები:

  • დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკროფლორაზე, აუმჯობესებს ვიტამინების, მიკროელემენტების და სხვა ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მონელებასა და შეთვისებას.
  • იცავს ორგანიზმს პათოლოგიური ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს.
  • ასტიმულირებს ორგანოებსა და ქსოვილებში აღდგენით პროცესებს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, თავისუფალი რადიკალების გამოდევნას. ორგანიზმს იცავს რადიაციული ფონის მავნე ზემოქმედებისგან. აფერხებს მოცულობითი პროცესების განვითარებას.
  • ააქტიურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. აუმჯობესებს ფარისებრი, თირკმელზედა და სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებას.
  • ორგანიზმში სწრაფად აღმოფხვრის ამინომჟავების, ცილების, ფერმენტების, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტს.
  • დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე

ჩვენებები:

  • საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებები (საკვების მოუნელებლობა, დისპეპსიური მოვლენები),
  • ნაწლავური მიკროფლორის დარღვევები (დისბაქტერიოზი).
  • ენდოკრინული დაავადებები, ენდემური ჩიყვი (ფარისებრი ჯირკვლის კვება). წონაში და ზრდაში ჩამორჩენა.
  • დაბალი იმუნიტეტი, ხშირად მოავადე ბავშვები და მოზრდილები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები.
  • ქრონიკული ინტოქსიკაციები, ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, ტოქსინების გამოსადევნად გაწმენდის პროგრამებში.

მიღების წესი:
დიდებში: 4-4 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
3–დან 7 წლამდე: 2-2 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. 7–დან 14 წლამდე:  3-3 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. 14 წლის ზემოთ დიდების დოზა.

პროდუქტი საწყობში დროებით არ არის

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები