ფორმულა რა

ფორმულა რა
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა), ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი, პროპოლისი, ფუტკრის ცვილი.

დრაჟე „ფორმულა რა“ წარმოადგენს ფუტკრის ნაწარმისა და სკის ფარვანის (ცვილის ჩრჩილის) ექსტრაქტის ეფექტურ კომბინაციას. ცვილის ჩრჩილის უნიკალური თვისებების მქონე ექსტრაქტი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში აღდგენითი პროცესების განვითარებასა და დაჩქარებას. ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტი შეიცავს ფერმენტებს: ცერაზასა და ლიპაზას, რომელთაც შეუძლიათ ცვილისა და ცვილის მსგავსი ნაერთების დაშლა. „ფორმულა რა“ სასარგებლოა ვირუსული ინფექციების, გულ–სისხლძარღთა სისტემის დაავადებების დროს. ძალიან ეფექტურია ტუბერკულოზის, პლევრიტების, პნევმონიის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. ცნობილი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ილია მეჩნიკოვი წარმატებით იყენებდა ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტს ტუბერკულოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, რადგან ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიების ერთ-ერთ ფორმას არსებობა შეუძლია მხოლოდ ცვილისებრი გარსის მქონე კაფსულაში. ფერმენტი ცერაზა კი შლის ამ კაფსულას, რის შედეგადაც მიკობაქტერიები იღუპებიან. ჩატარებული კვლევების მონაცემებით, დრაჟეს მიღების შედეგად ხშირია ქალური და მამაკაცური უშვილობის განკურნების შემთხვევები. „ფორმულა რა“ აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. 

თვისებები:

  • აქვს იმუნომოდულატორული მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. აღადგენს და იცავს ფილტვის ქსოვილს.
  • აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, თრგუნავს მიკობაქტერიების ზრდას, აძლიერებს ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტს. ცვილის ჩრჩილში შემავალ ფერმენტებს შეუძლიათ დაშალონ მიკობაქტერიების ლიპიდური გარსი.
  • აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ზრდის მასში ერითროციტების, ტრომბოციტების მაჩვენებლებს და ჰემოგლობინის დონეს.
  • არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ტრიგლიცერიდების რაოდენობას სისხლში.
  • ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს.
  • მამაკაცებში აუმჯობესებს სპერმატოგენეზს, როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად.
  • აქვს აღმდგენი, საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება, ჟანგბადით ამდიდრებს ორგანიზმს.

ჩვენებები:

  • ფილტვების და ზედა სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებების (პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ნებისმიერი ეთიოლოგიის პლევრიტი) მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • ტუბერკულოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსში ანტიბაქტერიულ თერაპიასთან), ფილტვებში სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით გადატანილი პნევმონიის ან ბრონქიტის შემდგომ აღდგენით პერიოდში.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, მაღალი არტერიული წნევის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავების, მიკროელემენტების, ვიტამინების, ფერმენტების უკმარისობის დროს, დაბალი იმუნიტეტის დროს, ორგანიზმის გასაძლიერებლად.
  • ორსულებში პლაცენტარული უკმარისობა. ჰიპოქსია.
  • მამაკაცებში უშვილობის დროს დარღვეული სპერმატოგენეზის ხარისხობრივი და რაოდენობრივი სტიმულირება.
  • სუსტი იმუნიტეტი, ხშირად მოავადე ბავშვები.
  • ქალური უშვილობა, რეპროდუქციული ორგანოების ანთებითი დაავადებები.
  • აღმდგენი ვიტამინიზირებული საშუალება ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის.

მიღების წესი: 
დიდებში: 1 ჩაის კოვზი 2–ჯერ დღეში, ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე.
ბავშვებში: 1/3 - 1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

300 გ - 55 ლ

 

ფასი მითითებულია ბარათის მფლობელთათვის

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები