აპიბალზამი - 2

აპიბალზამი - 2
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: პროპოლისი, ცხოველური ცხიმი, ნატურალური თაფლი.

გამოშრობისგან ჩვენ კანს იცავს ძალზე თხელი ცხიმოვანი აპკი. მისი გამართული მოქმედებისთვის საჭიროა უჯერი ცხიმოვანი მჟავები. მათი ძირითადი წყაროა – ნატურალური ცხიმები. აპიბალზამ-2-ში ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციაა, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებას, ბალზამს გააჩნია დამატენიანებელი, აღმდგენი და დამარბილებელი თვისებები. დიდი რაოდენობით შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით ბალზამი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, ასწორებს  და უფრო ელასტიკურს ხდის კანს.

თვისებები:

  • აქვს ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური აქტიურობა.
  • ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჰემოსტატიკური (სისხლდენის შემაჩერებელი)მოქმედება.
  • აქვს მკვეთრად გამოხატული ბუნებრივი ჭრილობის შემახორცებელი და რეპარაციული აქტიურობა.
  • დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ცენტრალურ და ვეგეტატიურ  ნერვულ სისტემებზე.
  • განსაკუთრებულად ეფექტურად მოქმედებს ორგანოთა ლორწოვან გარსზე, აჩქარებს მათ აღდგენას.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები (ანგინა, ლარინგიტი, ფარინგიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ანთება, პლევრიტი, ტუბერკულოზი).
  • საყლაპავი მილის ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • მეძუძურ დედებში, ძუძუსთავის ნახეთქების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • ფსორეაზი, დერმატიტი.
  • პირის ღრუს ორგანოების ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. 
  • ჰერპესი, სტომატიტი.
  • ჭრილობების, დაჟეჟილობების, დამწვრობების მკურნალობა.
  • გინეკოლოგიური  დაავადებები ( საშვილოსნოს  ყელის ეროზია, კოლპიტი, რძიანა ) - ტამპონზე 8–10 საათი, კურსი 10-14 სეანსი.
  • ბავშვებში ყაბზობის დროს - სანთლების სახით სწორ ნაწლავში.
  • კანის დაავადებების დროს - ადგილობრივად კანზე აპლიკაციის სახით.
  • ბებერების (კოჟრების) სამკურნალოდ - სტერილური დოლბანდის ტამპონზე ლეიკოპლასტირის ქვეშ 2–3 დღით.

გამოყენების  წესი:

შინაგანად: დიდებს: 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე ან ჭამის დროს (შეიძლება გავაზავოთ თბილ რძეში ან უბრალოდ გადავყლაპოთ). ბავშვებს- 1/3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. 
ადგილობრივად - პრობლემურ ადგილზე წავისვათ თხელ ფენად.

 

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები