პროდუქტები ქიტოზანით

პროდუქტები ქიტოზანით
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

ევოლუციის პროცესში ფუტკრებმა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად განსაკუთრებული მექანიზმები გამოიმუშავეს. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს წარმოადგენს გარეგანი საფარი - კუტიკულა. კუტიკულას შემადგენლობაში შედის სხვადასხვა კომპონენტები, ერთ-ერთი მათგანია - ქიტინი.
ქიტინისგან ფერმენტების მეშვეობით მიიღება ქიტოზანი, რომელიც აგებულებით ცელულოზას მსგავს წრფივ მოლეკულას წარმოადგენს.
ქიტინი 1811 წელს ანრი ბრაკონოს მიერ იქნა აღმოჩენილი. ხოლო მეცნიერება ქიტინოლოგია, რომელიც ქიტინის თვისებებს შეისწავლის, წარმოიქმნა 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე.
ქიტინისა და ქიტოზანის უნიკალური თვისებების შესახებ დიდი ხანია რაც ცნობილია. ჯერ კიდევ 1961 წელს, მოსკოვის ბიოფიზიკის ინსტიტუტში ტარდებოდა ანტისხივური პრეპარატების შესაქმნელი საიდუმლო კვლევები. ამ პრეპარატების დანიშნულება იყო ტექნოგენური კატასტროფების დროს ადამიანის ორგანიზმის მაქსიმალური დაცვა რადიაციის ზემოქმედებისგან.
ქიტოზანი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს, შინაგანად მიღებისას ორგანიზმი მას არ შეითვისებს, სამაგიეროდ ქიტოზანი ბოჭავს ტოქსინებს, ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. ქიტოზანს აქვს თვისება შებოჭოს ზედმეტი ცხიმები და დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
„ტენტორიუმის“ პროდუქტებში გამოიყენება მხოლოდ გაწმენდილი ქიტოზანი - აპიზანი, რომელსაც გააჩნია ქიტოზანის ყველა დადებითი თვისება, ამას დამატებული გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მათ შორის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები