აპი-ხიტი

აპი-ხიტი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: დაბალმოლეკულური ქიტოზანი, ციმბირული სოჭის წიწვის უჯრედული წვენი.

სოჭის წიწვი შეიცავს ვიტამინების ბუნებრივ ნაკრებს, დიდი რაოდენობით პროვიტამინებს, ეთერზეთებს (48%), მიკროელემენტებს და სტეარინებს. ქიტოზანს ახასიათებს ადამიანის ქსოვილების გენეტიკური მსგავსება. უპრეცენდენტო რადიოპროტექტორული თვისებების გამო, მას შეუძლია პრაქტიკულად მთლიანად შებოჭოს ორგანიზმში მოხვედრილი თავისუფალი რადიკალები და გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. მედიცინაში და კვებით მრეწველობაში ქიტოზანი ძირითადად გამოიყენება, როგორც ქოლესტერინის და წონაში დასაკლები, სადეტოქსიკაციო საშუალება. კომპანია „ტენტორიუმის“ უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად გამოყოფილიყო და შენარჩუნებულიყო ყველა საჭირო სასარგებლო ნივთიერება, აგრეთვე ერთდროულად გამოყენებულიყო ორი უნიკალური პროდუქტის – სოჭისა და ფუტკრის ქიტოზანის მძლავრი პოტენციალი. სოჭის წიწვის უჯრედული წვენის და დაბალმოლეკულური ქიტოზანის შეერთებით შესაძლებელი გახდა ექსკლუზიური პროდუქტის „აპი–ხიტის“ შექმნა.

თვისებები:

  • აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან და სამკურნალო საშუალებასთან.
  • ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაკლებას სისხლში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის სისხლძარღვოვან, განსაკუთრებით უწვრილესი კაპილარების სპაზმს.
  • უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი ქლორისა და ნატრიუმის გამოდევნას, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის ძირითად მიზეზებს წარმოადგენენ.
  • ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდას, მისი ფუნქციის ნორმალიზებას და მიკროფლორის აღდგენას.
  • ვინაიდან არის ეფექტური ენტეროსორბენტი, ამცირებს ცხიმების შეწოვას და ნახშირწყლების შეთვისებას, რის გამოც წარმოადგენს შესანიშნავ დამატებას წონის კორექციის პროგრამაში.
  • აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, ამცირებს ტოქსინების კონტაქტს ნაწლავის კედელთან, რაც თავის მხრივ ამცირებს საკვებისმიერი შხამების გადასვლას სისხლში და ხელს უწყობს ნაწლავის რეგულარულ დაცლას – ეს ორგანიზმის ეფექტური გაწმენდის შესანიშნავი საშუალებაა. მოქმედებს არჩევითად – ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს.
  • აბსორბირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს (ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი და სხვ.), მინერალური სასუქებისა და ქიმიური საღებავების ფრაგმენტებს, სამკურნალო საშუალებების ტოქსიურ ნარჩენებს, განსაკუთრებით რადიონუკლიდებს.
  • ხელს უშლის წამლების (ასპირინი, ინდომეტაცინი), ალკოჰოლის გამოყენებისას კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას.
  • მიუხედავად რთული სტრუქტურისა  „აპი–ხიტში“ შემავალი დაბალმოლეკულური ქიტოზანი შეითვისება ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედის მიერ.

ჩვენებები:

  • ლიპიდური და მინერალური ცვლის დარღვევები.
  • ორგანიზმის ბუნებრივი ძალების გაძლიერება, განსაკუთრებით ეკოლოგიურად დაბინძურებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.
  • კომპიუტერთან და გამოსხივების სხვა წყაროებთან, მავნე წარმოებაში და სამხედრო სფეროში მუშაობა.
  • ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომ პერიოდში.
  • ალკოჰოლური და ნარკოლოგიური დამოკიდებულების მკურნალობისას, ამსუბუქებს ნაბახუსევის სინდრომს.
  • ათეროსკლეროზისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა (ინფარქტი, ინსულტი) პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსში).
  • კანის დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი, კანის ალერგიული გამოვლინებები). დეტოქსიკაცია.
  • ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა.
  • დაბალი იმუნიტეტი.
  • სხეულის მასის კორექციის პროგრამა (კომპლექსში).  

მიღების წესი: 5-5 წვეთი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს) ნებისმიერ პროდუქტთან ერთად ან ენიდ ქვეშ. 
წონის კორექციის დროს - 10-10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ფასი: 15მლ -22ლარი

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები