პროპოლიტი

 პროპოლიტი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: პროპოლისი, პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი.

დრაჟეში შემავალი ნატიური პროპოლისი მდიდარია რკინით, კალციუმით და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც სასარგებლო თვისებებს მხოლოდ პროპოლისის მყარ ფრაქციაში ინარჩუნებენ. დრაჟე „პროპოლიტი“ გამდიდრებულია პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტით - პეგუსით, რომელიც 300 კომპონენტზე მეტს შეიცავს: მინერალებს, ეთერზეთებს, მთრთიმლავ ნივთიერებებს, A, E, PP, C, B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს.
დრაჟე „პროპოლიტის“ ორგანო-მინერალური კომპლექსი უჯრედულ დონეზე სელექციურად მოქმედებს: ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე, უსარგებლო ნივთიერებებს, ამავდროულად, ამდიდრებს მას დეფიციტური მინერალებით. პროპოლისის ნაწილაკები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნიან ზედმეტ ლორწოს, მოუნელებელი საკვების ნარჩენებს, ასუფთავებენ ნაწლავებს ზედმეტი ქოლესტერინისგან. შედეგად, უმჯობესდება ნაწლავური მიკროფლორა და საკვების შეწოვა, ხდება ნაწლავების პერისტალტიკის აღდგენა, ნაწლავებში წყლულებისა და ეროზიების შეხორცება.

თვისებები:

  • აქვს გამოხატული იმუნომოდულატორული მოქმედება, უზრუნველყოფს ორგანიზმის დამცავი სისტემის გაძლიერებას.
  • ახდენს მძლავრ ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას
  • დადებითად მოქმედებს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას. 
  • მონაწილეობს ფერმენტების აღდგენით და სხვა ბიოქიმიურ პროცესებში (აჩქარებს ბევრი დაავადების მკურნალობის პროცესს)
  • ამაგრებს ძვალ-სახსროვან სისტემას, ასტიმულირებს მინერალურ ცვლას, უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
  • ხელს უწყობს კბილებში მინანქრის ადგენას და შენარჩუნებას, აქვს ანტიკარიესული ეფექტი
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ბოჭავს და გამოდევნის ტოქსინებს და თავისუფალ რადიკალებს. ნაწლავებს წმენდს ტოქსინებისგან, მავნე ნივთიერებებისგან
  • ახასიათებს ბუნებრივი ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული აქტიურობა. თრგუნავს პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროფლორის, ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების აქტიურობას.
  • აუმჯობესებს სისხლის ფორმულას: ზრდის ერითროციტების რიცხვით მაჩვენებელს და ჰემოგლობინის დონეს სისხლში.

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
  • რკინადეფიციტური ანემია, სისხლში ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი.
  • ქრონიკული და მწვავე გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
  • ნაწლავური მიკროფლორის დარღვევები, ყაბზობა ენტერიტი, ენტეროკოლიტი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი. კვებითი ინტოქსიკაციები, მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა.
  • რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი.
  • დასუსტებული და ხშირად მოავადე ბავშვები.
  • კალციუმის ცვლის დარღვევები, ოსტეოპოროზი.
  • ტრავმებისა და მოტეხილობების დროს, ორგანიზმში აღდგენითი და რეპარაციული პროცესების დასაჩქარებლად.
  • როგორც საერთო გამაჯანსაღებელი, იმუნომოდულატორული საშუალება.

მიღების წესი: ბავშვებში 1 წლიდან 3 წლამდე 1/3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
3-დან 14 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
დიდებში - 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

წარმოება დროებით შეჩერებულია

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები