სერია "კენკროვანი დრაჟეები"

სერია "კენკროვანი დრაჟეები"
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

ადამიანები უხსოვარი დროიდან გარემოსთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდა, იკვებებოდა იმით, რასაც ბუნება უბოძებდა. მის რაციონში აუცილებლად შედიოდა ტყის კენკრა. კენკრა სასარგებლო ნივთიერებების: ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების ნამდვილი საგანძურია. სერიაში „კენკროვანი დრაჟეები“ შენარჩუნებულია კენკრის ყველა უნიკალური თვისება და გამდიდრებულია აპიპროდუქტებით.
მოცვი სამართლიანად არის მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ პროდუქტად. ის ხელს უწყობს იმუნიტეტის აღდგენას. ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად. მისი ეს თვისება მრავალი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მასში შემავალი ბეტა–კაროტინის წყალობით მოცვი ამახვილებს მზერას, ხსნის თვალის დაღლილობას ხელოვნურ შუქზე, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.
წითელი ცირცელის ნაყოფი შეიცავს C, P, E, და K ვიტამინებს, კაროტინს, ფრუქტოზას, საქაროზას, აგრეთვე პექტინებს. წითელი ცირცელი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას, ამაღლებს იმუნიტეტს. 
შოთხვის ნაყოფს ახასიათებს საერთოგამაჯანსაღებელი, ბაქტერიოციდული, მთრთიმლავი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს ნაწლავის და კუჭის ფუნქციონირებას. შოთხვი, მასში მთრთიმლავი ნივთიერებების წყალობით, ძალზე ეფექტურია ნაწლავური დარღვევების დროს.
წითელ მოცვს აქვს ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. გამოიყენება თირკმლების და შარდსადენი გზების დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, გააჩნია წნევის დამარეგულირებელი მოქმედება, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები