სორბუსი

სორბუსი
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: წითელი ცირცელი (Sorbus), ნატურალური თაფლი, ფუტკრის ცვილი.

დრაჟე „სორბუსის“ მოქმედება განპირობებულია უნიკალური ვიტამინური ფორმულით, „სორბუსი“ ბუნებრივად დიდი რაოდენობით შეიცავს С, Р, Е, К, РР ვიტამინებს, კაროტინს, აგრეთვე ლიმონმჟავას, პექტინებს და მთრთიმლავ ნივთიერებებს, მცენარეულ სორბიტს და სხვ.
ფიტოთერაპიაში წითელი ცირცელი გამოიყენება, როგორც საუკეთესო ვიტაინიზირებული საშუალება. ამის გარდა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, რადგან სისხლში ამცირებს ქოლესტერინს, აგრეთვე მაღალი არტერიული წნევების დროს. 
სპეციალური მეთოდი, რომლითაც დამუშავებულია ცირცელი, იძლევა საშუალებას კენკრამ სრულად შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები და ვიტამინო-მინერალური ფორმულა.

თვისებები :

  • ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ერითროპოეზს, ტრომბოციტების სინთეზს; აუმჯობესებს სისხლის ფორმულას;
  • აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, მახსოვრობას; ახდენს ანტისკლეროზულ მოქმედებას;
  • უზრუნველყოფს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას; ზრდის სისხლძარღვების ელასტიკურობას; აუმჯობესებს თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევას; 
  • აუმჯობესებს ორგანოების სისხლით მომარაგებას;
  • აწესრიგებს სისხლში ლიპიდურ სპექტრს, არეგულირებს ქოლესტერინს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას; დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე; ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას;
  • აქვს მსუბუქი ამოსახველებელი ეფექტი; მდიდარია ფიტონციდებით, ახასიათბს ბაქტერიოციდული მოქმედება;

ჩვენებები:

  • დაბალი იმუნიტეტი; ჰიპოვიტამინოზი, ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, როგორც ვიტამინიზირებული და მინერალებით მდიდარი საშუალება;
  • ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემიები; სისხლდენების შემდგომ პერიოდში;
  • ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად; თავის ტკივილები, შაკიკი, სისხლძარღვების სპაზმი;
  • გულის იშემიური დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსში);
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ქრონიკული და მწვავე ბრონქიტი, პნევმონია); 
  • ანაციდური (დაბალი მჟავინობა) გასტრიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • თირკმლის ანთებითი დაავადებები, პიელონეფრიტი, ენურეზი.

გამოყენების წესი: დიდებში - 4-6 დრაჟე 3–ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, კურსი 1-1,5 თვე. ბავშვებში: 1–დან – 3 წლამდე - 1-1 დრაჟე 3–ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე 2-2 დრაჟე 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე; 7-დან 14 წლამდე 3-3 დრაჟე 3-ჯერ დღეში;

 

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები