აპიფორმულა - 1

აპიფორმულა - 1
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობათაფლი, ნატურალური ნედლეულის ექსტრაქტები (ძირტკბილას, ტუხტის ფესვები, გვირილას ყვავილები, ფარსმანდუკის და კრაზანას ფოთლები, კორიანდრის ნაყოფი), ყვავილის მტვერი(ფეხგუნდა), პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი, ფუტკრის ცვილი.

თაფლი, ფუტკრის ფეხგუნდა, პროპოლისი და სპეციალურად შერჩეული მცენარეთა ნაკრები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენ მოქმედებებს, აუმჯობესებენ საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. პროდუქტი უზრუნველყოფს კუჭნაწლავის და წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევების მკურნალობას და პროფილაქტიკას.

თვისებები

  • ახასიათებს მკვეთრად გამოხატული წყლულის საწინააღმდეგო ეფექტი. არეგულირებს კუჭის სეკრეციას;
  • უზრუნველყოფს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავებში ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალიზაციას;
  • აქრობს ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებებს, ტკივილს, აგრეთვე გულძმარვას და სხვა დისპეპსიურ მოვლენებს;
  • აქვს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • უზრუნველყოფს კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას და აღდგენას, ამის გამო აფერხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებას და გამწვავებას.

ჩვენებები:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
  • ანაციდური და ჰიპერაციდური გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, მეტეორიზმი.
  • გადატანილი ნაწლავური ინფექციების (დიზენტერია, სალმონელოზი) შემდგომი პერიოდი.
  • ალიმენტარული (კვებითი) ინტოქსიკაციები(მოწამვლები).
  • მაღალი მჟავიანობა.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის გასასუფთავებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
  • ნაწლავური მოტორიკის გასაუმჯობესებლად.
  • კუჭის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (კომპლექსში სხვა მკურნალობასთან ერთად).
  • ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად.
  • მარილგამომდევნ–გამწმენდ პროგრამასთან კომპლექსში.
  • კანის დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი, კანის ალერგიული გამონაყარი) ორგანიზმის გაწმენდის პროგრამაში.
  • წონის კორექცია (კომპლექსში სხვა აპიფიტოპროდუქციასთან).

მიღების წესი:

მოზრდილებში (14 წლის ზემოთ): 1/2 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე  20-30 წუთით ადრე,  დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი (კუჭის წვენის ნორმალური სეკრეციის დროს).

მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში მივიღოთ მითითებულ დოზებში საკვების მიღების შემდეგ.

დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში – მივიღოთ მითითებულ დოზებში უშუალოდ ჭამის წინ, დავაყოლოთ ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი;

დოზირება ბავშვებში: 1–დან 7 წლამდე - 1/4 ჩ.კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე;

7–დან 14 წლამდე - 1/3 ჩ.კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე;

რეკომენდებულია მივიღოთ 1–1,5 თვის განმავლობაში. ორგანიზმის წმენდის დროს, გამონაყარის თავიდან ასაცილებლად, მიღება დავიწყოთ მცირე დოზებით და თანდათან მივიყვანოთ სრულ დოზირებამდე.

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები