აპიზანი (ქიტოზანი)

აპიზანი  (ქიტოზანი)
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

2001 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში , „აპიმონდიაზე“,  მსოფლიო მეფუტკრეობის  კონგრესზე,  კომპანია „ტენტორიუმმა“ მეფუტკრეობის ახალი პროდუქტი წარადგინა - მოსკოვის საბუნებისმეტყველო აკადემიასთან ერთად შემუშავებული პროდუქტი აპიზანი.
აპიზანი დაბალმოლეკულური ქიტოზანია, რომელიც ფუტკრის ქიტინოვანი საფარისგანაა მიღებული.  ქიტოზანის მრავალფეროვანი თვისებები მისი ფართოდ  გამოყენების საშუალებას იძლევა. ეფექტურია,  როგორც გასაჯანსაღებლად, ასევე კანის მოვლისთვის. აპიზანს ადსორბირების, აპკის წარმოქმნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ფუტკრის ქიტინოვან საფარს  დამცავი ფუნქცია აქვს, ის  ფუტკრის შინაგან ორგანოებს სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან იცავს.  აპიზანს გააჩნია დიფერენცირებული მოქმედების უნარი  –  სასარგებლო ნივთიერებების გვერდის ავლით ორგანიზმიდან გამოყავს მხოლოდ მავნე ნივთიერებები,არ ვნებს ორგანიზმს, ბიოლოგიურად შეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან. აქვს წრფივი სტრუქტურა და ბიოლოგიურად მისაწვდომია ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისთვის.
ფუტკრის ქიტოზანი ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულაციას სისხლში. მაღალი ქოლესტერინი არის რისკ–ფაქტორი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის. ამცირებს მავნე ნივთიერებების შეწოვას და არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა. ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ხსნის სპაზმებს, განსაკუთრებით კაპილარებში. ააქტიურებს ჭრილობების შეხორცებას. საუკეთესო საშუალებაა წონის კორექციის პროგრამაში.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები