აპიფორმულა - 3

აპიფორმულა - 3
ფასი: 0 ლარი
კალათში დამატება

შემადგენლობა: თაფლი, ყვავილის მტვერი(ფეხგუნდა), ნატურალური ნედლეულის ექსტრაქტები (ბაბუაწვერას, ძირტკბილას ფესვები; გვირილას, ნეგოს ყვავილები; პიტნის ფოთლები, კამას ნაყოფი), პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი, ფუტკრის ცვილი.

ფუტკრის პროდუქტებისა და სპეციალურად შერჩეული სამკურნალო მცენარეების შეხამება აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრესის) და ნაწლავების სეკრეტორულ ფუნქციებს. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას; დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე.

თვისებები:  

  • უზრუნველყოფს ბუნებრივ მატონიზირებელ მოქმედებას წვრილ ნაწლავზე, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის სტაბილურ მუშაობას,
  • ხელს უწყობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების დაშლას. შეიცავს მცენარეულ ფერმენტებს, რომლებიც თავისი მოქმედებით პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვალი) ფერმენტების მსგავსია. აჩქარებს საჭმლის ფიზიოლოგიური შეთვისების და შეწოვის პროცესებს, კერძოდ, პანკრეატიტის პროფილაქტიკა.
  • ხსნის საჭმლის მომნელებელი ორგანოების სპაზმს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
  • აღმოფხვრის საჭმლის მომნელებელი ორგანოებში ანთებით  პროცესებს;
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით ნახშირწყლოვან ცვლას;
  • აუმჯობესებს ნაწლავების სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციებს .

ჩვენებები:

  • კუჭქვეშა ჯირკვლი (პანკრეასის)  დაავადებების  მკურნალობა  და  პროფილაქტიკა ( 2–3 კვირიანი ხანგრძლივობის 2–დან 4 კურსამდე წელიწადში)
  •  საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორული დარღვევები (ანაციდური და ჰიპოაციდური გასტრიტები, ქრონიკული პანკრეატიტი)
  • საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევები წვრილ ნაწლავში;
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების ინფექციური დაავადებების შემდგომ  ლორწოვანი გარსის აღდგენა;
  • პანკრეატიტის შეტევის პროფილაქტიკა;
  • კანის დაავადებები  (ეგზემა, ფსორიაზი, კანის ალერგიული გამონაყარი ) ორგანიზმის გაწმენდის პროგრამაში;
  • წონის კორექცია (კომპლექსში სხვა აპიფიტოპროდუქციასთან)
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების ონკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლის(კომპლექსში)

მიღების წესი:

მოზრდილებში (14 წლის ზემოთ): 1/2 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამამდე  20-30 წუთით ადრე.

დოზირება ბავშვებში: 1–დან 7 წლამდე - 1/4 ჩ.კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე;

7–დან 14 წლამდე - 1/3 ჩ.კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე;

რეკომენდებულია მივიღოთ 1–1,5 თვის განმავლობაში.

 

 

 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები