გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა

გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა

ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით 2015 წლის  მაისის თვეში, სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში, მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას მასშტაბურ ღონისძიებაში - ფუტკრის დაცვისადმი მიძღვნილ კედლის აგებაში.

კედლის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ფიჭა - ძალის, შრომისმოყვარეობის, და ჰარმონიის სიმბოლო.

ეს არის ეკოლოგიური აქცია რომელიც ფუტკრის გადარჩენას ეძღვნება. ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდი ყოველწლიურად გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც დაეხმარება არსებული მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში. ფონდის ღონისძიებები ყოველთის საერთაშორისოა და როგორც წესი, მთელ მსოფლიოს მოიცავს.

მაგრამ ეს ყველაზე მაშტაბური ღონისძიებაა რომელსაც გინესის რეკორდის წიგნში შეიტანენ.

ღონისძიების ძირითადი მიზნებია:

-         საზოგადოების ყურადღების მიქცევა World Save Bee Fund e.V - ფონდის ეკოლოგიური ინიციატივებისადმი.

-         საზოგადოების ყურადღების მიქცევა ფუტკრის ოჯახების კოლაფსისადმი (Colony Collapse Disorder).

-         ინფორმაციის გავრცელება ფუტკრის როლის მნიშვნელობაზე პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

-         თაფლის და ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეის გავრცელება.

2009 წლიდან ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდი აერთიანებს საზოგადოების მცდელობას დაიცვას ეს პატარა, მაგრამ პლანეტისთვის უმნიშვნელოვანესი არსება. ფონდის წევრები მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები, ხელოვნების მოღვაწეები, მეცნიერები და უბრალო ადამიანები არიან, ყველა, ვისაც გული შესტკივა ჩვენი პლანეტის მომავალზე. ფონდი აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, მეთოდებს, ყველაფერს, რაც ხელს შუწყობს ფუტკრის გადარჩენას. ყველაზე საგანგაშო ფენომენი ფუტკრების მასიური სიკვდილი და გაუჩინარება („ფუტკრის ოჯახების კოლაფსი“) იძენს საზოგადოების საყოველთაო და ფართო ინტერესს, და დღეს ფუტკრის, როგორც ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნების პრობლემა დიდი ინტერესით შეისწავლება მეცნიერებისა და მეფუტკრეების მიერ. 

ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო მეცნიერებისთვის, ის ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია. ფუტკრების რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით მცირდება და ეს საგანგაშო სტატისტიკა დღითიდღე იზრდება. ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ის მცენარეების 80%-ის დამტვერავია. მათ შორის დიდი ნაწილი სასოფლო-სამურნეო ნარგავებზე, ხილზე, კენკრაზე და ბოსტნეულზე მოდის. ფუტკრის ერთი ოჯახი დღეში დაახლოებით 2 მილიონ ყვავილს სტუმრობს. ადამიანისთვის ამ პროცესის ხელოვნურად წარმართვა შეუძლებელია. შესაბამისად, ეკოლოგიური სისტემიდან ფუტკრის ამოვარდნა კაცობრიობას კატასტროფის წინაშე დააყენებს.

ფუტკრის დაცვისადმი მიძღვნილი კედლის აშენების ღონისძიებას საქართველოც უერთდება  კომპანია ტენტორიუმის მხარდაჭერით.

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები