ტენტორიუმი ბათუმში

ტენტორიუმი ბათუმში

8 მაისს კომპანია „ტენტორიუმის“ სერვის ცენტრი ქალაქ ბათუმში (ვაჟა-ფშაველას N6) გაიხსნა. ბათუმში ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღის მანძილზე დაგეგმილი იყო ღონისძიებები.

ბათუმის მთელ ტერიტორიაზე დილიდან მოეწყო საზეიმო მსვლელობა ღია ავტობუსით.  

სასტუმრო „რედისონში “  საღამოს 20:00 საათზე  გაიმართა პრეზენტაცია  სადაც წარმოდგენილი იქნა კომპანიის ისტორია და მისი სამომავლო გეგმები.კომპანიის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში სტუმრად იყვნენ სპეციალური სტუმრები კომპანიის ვიცე პრეზიდენტი მარატ ხიზმატულინი  და პროფესორი ექიმი რეაბილიტოლოგი ამიერკავკაკასიის  რეგიონის კურატორი ილდარ გალიმოვი.  პრეზენტაცია  წარმოდგენილი იქნა ფართო საზოგადოებისთვის: აჭარის მთავრობის, მერიის, საკრებულოს, ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის.პრეზენტაციაზე მოეწყო სახალისო ვიქტორინა, გამარჯვებულებს საჩუქრად ტენტორიუმის კოლექციური თაფლი გადაეცა.   პრეზენტაციის არაოფიციალური ნაწილი ტორტის გაჭრით და ფეიერვერკი დასრულდა.  

,,ტენტორიუმი“ ქართულ ბაზარზე 6 წელია წარმოდგენილია და 6000 ავტორიზირებული მომხმარებელი ყავს. პროდუქციამ თავისი უნიკალურობით და ნატურალობით დიდი ნდობა მოიპოვა მომხმარებელში. 

 
 
 
 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები