აპიმონდიამეფუტკრეობის საზოგადოებების საერთშორისო ფედერაციაა (International Federation of Beekeepers’Associations). 1897 წელს ბრიუსელში ჩატარდა მეფუტკრეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი.  აპიმონდია შეიქმნა 1949 წელს ამსტერდამში მეფუტკრეობის XIII საერთაშორისო კონგრესზე , მისი შტაბ-ბინა მდებარეობს რომში და აპიმონდიის კონგრესი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. აპიმონდიის კონგრესზე მუშავდება და განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა:

  • აპითერაპია
  • ფუტკრის ბიოლოგია
  • მეფუტკრეობის ეკონომიკა
  • მეფუტკრეობა სოფლის განვითარებისთვის
  • ტექნოლოგია და ხარისხი
  • ფუტკრის ჯანმრთელობა
  • დამტვერვა და თაფლოვანი მცენარეები.

აპიმონდიის კონგრესის მიზნებია:

  • მეფუტკრეობის სამეცნიერო, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარება;
  • მეფუტკრეობების კავშირების, მეფუტკრეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ორგანიზაციების გაერთიანება მთელ მსოფლიოში;
  • პრაქტიკაში ნებისმიერი ინიციატივის რეალიზება , რომელთაც შეუძლიათ მეფუტკრეობის განვითარება და მისი რენტაბილურობის გაზრდა. 

აპიმონდიის ყველა კონგრესზე ტარდება გამოფენა აპიექსპო (ApiExspo). აპიექსპო მსოფლიოში მეფუტკრეობის ინდუსტრიის მიღწევების ყველაზე დიდი გამოფენაა. საუკეთესო მიღწევები ყოველთვის აღინიშნება და ჯილდოვდება. აპიექსპოს ჯილდოები ყველაზე პრესტიჟულია მეფუტკრეობაში.
კომპანია „ტენტორიუმს“ „აპიექსპოს“ გამოფენებზე მიღებული აქვს 12 ჯილდო.

კომპანია „ტენტორიუმის“ საერთაშორისო აღიარების და დიდი ავტორიტეტის დამადასტურებელია აპიმონდიის ჯილდოები:

1999 წელი - აპიმონდიის საერთაშორისო გამოფენის „აპიექსპო-99“ ჯილდო (ვანკუვერი, კანადა);
2001 წელი - ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი „აპიმონდია-2001“ საერთაშორისო გამოფენაზე (დურბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა);
2003 წელი - საერთაშორისო კონგრეს აპიმონდიის ოქროს მედალი (ლუბლიანა, სლოვენია)
2005 წელი - მსოფლიო გამოფენაზე კომპანიას მიენიჭა „აპიექსპო-2005“ ოქროს მედალი.  აპიმონდიის 39-ე საერთაშორისო კონგრესზე (ქ.დუბლინი, ირლანდია) „ტენტორიუმი“ დაჯილდოვდა ოქროს მედლით ნომინაციაში  „მეფუტკრეობის პროდუქტების საფუძველზე დამზადებული უნიკალური პროდუქციის კოლექცია“.
2007 წელი  ტენტორიუმის ტრიუმფი - მე-40 მეფუტკრეობის ფედერაციების საერთაშორისო კონგრეს „აპიმონდიაზე“ (ქ. მელბურნი, ავსტრალია) - 5 მედალი.
2011 წელი  - კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი რაილ ხისმატულინი მიწვეული იქნა მეფუტკრეობის ფედერაციების ორგანიზაცია „აპიმონდიის“ პროპოლისის შემსწავლელ საერთაშორისო კომისიაში. ეს მიწვევა კომპანია „ტენტორიუმის“ მსოფლიო ავტორიტეტის და საერთაშორისო აღიარების დასტურია.

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები