ხარისხი და ლაბორატორიული კონტროლი

„ტენტორიუმის“ პროდუქცია გადის ხარისხის 3-საფეხურიან კონტროლს:

I - შემოსული ნედლეულის კონტროლი;

II – ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;

III - მზა პროდუქციის კონტროლი.

  

კომპანია „ტენტორიუმის“ ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლს უკვე 10 წელზე მეტია აწარმოებს კვლევებისა და სერტიფიცირების ცენტრი „ფედერალი“.
ცენტრი „ფედერალი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, გააჩნია კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორიები მძლავრი სამეცნიერო ბაზით. ცენტრი მდებარეობს აპიკომბინატის ტერიტორიაზე. ლაბორატორიებში მუშაობენ კვალიფიცირებული მეცნიერები. თვითონ ლაბორატორიები აღჭურვილია შესაბამისი დანადგარებით, რომლის მეშვეობითაც ხდება შემოსული ნედლეულის, გამოშვებული პროდუქციის და სხვა კომპონენტების ხარისხის კონტროლი. ლაბორატორიები უზრუნველყოფენ პროდუქტების შესაბამისობას ყველა აღიარებულ სერთაშორისო სტანდარტებთან, სანიტარულ ნორმებთან და სხვა ნორმატივებთან.

  

ლაბორატორიულ-კვლევითი ცენტრი „ფედერალი“ შეიქმნა 1998 წელს მეფუტკრეობის აკადემიის ეკოლოგიის კათედრაზე. ფუტკრის პროდუქტების ნედლეულის კონტროლის გარდა ლაბორატორიები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო ცხოვრებას, მიმდინარეობს კვლევები ისეთ საკითხებზე როგორიცაა ჰელმინთებისა და უმარტივესების პათოგენურობის შესწავლა; ფუტკრის ბაქტერიოლოგიური და პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება; ლაბორატორიაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერ თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობას აქვს ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა სადოქტორო ხარისხი.
2001 წელს „ფედერალისა“ და „ტენტორიუმის“ მეცნიერების მიერ დარეგისტრირებული იქნა ფუნდამენტალური სამეცნიერო აღმოჩენა - ყვავილის მტვრის დნმ-მარედუცირებელი ნუკლეაზები.
„ფედერალი“ მრავალპროფილიანი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების ერთობლიობაა და ძირითადად შედგება სამი განყოფილებისგან: ფიზიკო-ქიმიური კვლევების განყოფილება, მიკრობიოლოგიური კვლევების განყოფილება და პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირების ორგანო. ამჟამად ცენტრი „ფედერალი“ სრულად ახორციელებს კომპანია „ტენტორიუმის“ პროდუქციის წარმოების კონტროლს.

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები