ტენტორიუმის საფუტკრეები

კომპანია ტენტორიუმს გააჩნია თავისი საფუტკრეები. თაფლის მოპოვება ძირითადად შემდეგი საფუტკრეებიდან ხდება:

  • საფუტკრე  „დათვების ველი“, რომელიც პერმის რაიონში მდებარეობს
  • საფუტკრე  „ოსინოვოს ტბა“, რომელიც პერმის ოლქის კუნგურის რაიონში მდებარეობს
  • საფუტკრეები ვიშერის ნაკრძალში

ტენტორიუმი ცდილობს უძველესი მეფუტკრეობის ტრადიციების აღორძინებას. ამიტომაც საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტები აქვთ გამოყენებული. საფუტკრეებში ტრადიციული სკების მაგივრად ბორტებია გამოყენებული.

   

ბორტი ნიშნავს ხის ფუღუროს, სადაც ველური ფუტკრები ცხოვრობენ. ბორტის თაფლი სკის თაფლისგან იმით განსხვავდება, რომ სრულყოფილად ასწრებს დამწიფებას, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შემოდგომისას იღებენ. ბორტის ფიჭები არ იდება თაფლსაწურში, მას პრესავენ, ამიტომაც იგი შეიცავს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტს: ყვავილის მტვერს, ჭეოს, ცვილს.
ბორტებში ფუტკრების ცხოვრება მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებს. ველური ფუტკრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე სკის ფუტკრები, თაფლის მოსაპოვებლად ისინი წვიმიან ამინდშიც კი გადიან. 1,5 საათით დიდხანს მუშაობენ. ბორტის თაფლი შედარებით უფრო ძვირია, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილებია სადაც მსგავსი ბორტებია. „ტენტორიუმის“ საფუტკრეებში გამოყენებულია ე.წ. კოლოდები. კოლოდა -იგივე ბორტია, ოღონდ არა მთლიან ხეზე, არამედ გადაჭრილზე. კოლოდებშიც ფუტკარი ზუსტად ისევე ცხოვრობს და თაფლსაც ისევე მოიპოვებს, როგორც ბორტში. ამიტომ „ტენტორიუმის“ საფუტკრეების თაფლი ერთ-ერთი უძვირფასესია ევროპაში. 

საფუტკრეები, ე.წ. კოლოდები, ვიშერის ნაკრძალში:

   

ბორტი ნიშნავს ხის ფუღუროს, სადაც ველური ფუტკრები ცხოვრობენ. ბორტის თაფლი სკის თაფლისგან იმით განსხვავდება, რომ ასწრებს სრულყოფილად დამწიფებას, თაფლს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შემოდგომისას, იღებენ. ბორტის ფიჭები არ იდება თაფლსაწურში, მას პრესავენ, ამიტომაც იგი შეიცავს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტს: ყვავილის მტვერს, ჭეოს, ცვილს. ბორტებში ფუტკრების ცხოვრება მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებს. ველური ფუტკრები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე სკის ფუტკრები. თაფლის მოსაპოვებლად ისინი წვიმიან ამინდშიც კი გადიან და 1,5 საათით დიდხანს მუშაობენ. ბორტის თაფლი შედარებით
უფრო ძვირია, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილებია, სადაც მსგავსი ბორტებია. ბორტებთან ერთად ტენტორიუმის საფუტკრეებში გამოყენებულია ე.წ. კოლოდები. კოლოდა -იგივე ბორტია, ოღონდ არა მთლიან ხეზე, არამედ გადაჭრილზე. კოლოდებშიც ფუტკარი ზუსტად ისევე ცხოვრობს და თაფლსაც ისევე მოიპოვებს, როგორც ბორტში. ამიტომ „ტენტორიუმის“ საფუტკრეების თაფლი, როგორც მოპოვების ტექნოლოგიებით, ასევე ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესო და უძვირფასესია ევროპაში.  

ოსინოვოს ტბის საფუტკრეები:

 

საფუტკრე „კრაზანას ბუდე“ მდებარეობს კუნგურის რაიონში, კარსტული ტბის სანაპიროზე, სპასის მთის ძირზე.
ეს ადგილი უნიკალურია - სილვენის ნაკრძალს, სადაც საფუტკრე მდებარეობს, ბოტანიკურ ფენომენს უწოდებენ. ამ ადგილას შეიძლება შეხვდეთ ისეთ მცენარეებს, რომელიც მხოლოდ ამ ნაკრძალში იზრდება, შესაბამისად აქ მოპოვებულ თაფლს გააჩნია სრულიად უნიკალური თვისებები.             

 საფუტკრე „დათვის ველი“:

 
ეს საფუტკრე შეიქმნა როგორც ექსპერიმენტალური, სადაც მოიპოვება თაფლი, ცვილი, ჭეო, ფუტკრის რძე და პროპოლისი. აქ გადის აპრობაციას ბორტებისა და კოლოდების ტექნოლოგიები. აგრეთვე მსურველებს შეუძლიათ მეფუტკრეობის შესწავლა. ეს საფუტკრე ყველაზე ახლოს მდებარეობს ადმინისტრაციულ კომპლექსთან, „ტენტორიუმ ჰოლთან“, 30 კილომეტრით არის დაშორებული პერმს.

ფუტკრები აქ მოთავსებულია კოლოდებში და სკებში. კოლოდები დამზადებულია ფოთლოვანი ხეებისგან. ფუტკრები ზამთარსაც აქ ატარებენ თოვლქვეშ. ასეთ პირობებში მეფუტკრეს არ შეუძლია აკონტროლოს და დაეხმაროს ფუტკარს გამოზამთრებაში, ამიტომ აქ მხოლოდ ძლიერი ფუტკრის ოჯახები არიან, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის დაუხმარებლად გამოიზამთრონ თოვლქვეშ. 
2005 წელს ამ საფუტკრის ბაზაზე შეიქმნა „ტენტორიუმის“ პირველი ბორტები, იმავე წელს მიღებული იქნა პირველი მოსავალი. რა თქმა უნდა, ფუტკრის პროდუქტების მოსავალი მცირე იყო, მაგრამ სამაგიეროდ მან დაამტკიცა, რომ კოლოდების და ბორტების თაფლი და ცვილი საგრძნობლად  განსხვავდება სკის ამავე პროდუქტებისგან. 

           

 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები