დღეს ტენტორიუმი აქტიურად  მუშაობს ევროპის და დსთ-ს ქვეყნების ჯანმრთელობის ბაზარზე. მეფუტკრეობის პროდუქტები (თაფლი, პროპოლისი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, ფუტკრის ცვილი და სხვები) - ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმდიდრესი წყაროა, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობის, სილამაზის და ენერგიის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ XXI საუკუნე აპითერაპიის აღორძინების საუკუნედ, ხოლო ფუტკრის პროდუქცია ადამიანისთვის იდეალურ საკვებად დასახელდა. 
ტენტორიუმი მთელ მსოფლიოში აერთიანებს აპიფიტოპროდუქციის დამფასებლებს და მომხმარებლებს. ოფიციალური წარმომადგენლობები გახსნილია რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში: გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვაში და კვიპროსში, ასევე შემდეგ ქვეყნებში: მაკედონიაში, სერბეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, მონღოლეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და სხვ.


ტენტორიუმი ყოველდღიურად ვითარდება და წინ მიდის 2012 წლის 14 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა „ტენტორიუმისა“ და გერმანული ფირმის Ruland Engineering & Consulting“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად აშენებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეფუტკრეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო. საწარმოს ყველა მაღალტექნოლოგიური დანადგარი ექსკლუზიურია და სპეციალურად ტენტორიუმისთვისაა შექმნილი. ამ საწარმოს ჩაშვების შედეგად ტენტორიუმის უნიკალური უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ხვედრითი წილი ჯანმრთელობის ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა. კომპანია ტენტორიუმი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის კვების კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტთან, რუსეთის მეცნიერების აკადემიასთან, რუსეთის მეცნიერების აკადემიასთან არსებულ „ბიოინჟინერიის“ ცენტრთან. ასევე მეფუტკრეობის ინსტიტუტთან (ქ. რიბნოე) და მოსკოვის სილამაზის ინსტიტუტთან.
ტენტორიუმი აქტიურად არის დაკავებული პროფესიონალ სპორტსმენებში ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი და უსაფრთხო კვების დანერგვის პროგრამით.

 

 

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები