კომპანიის ისტორია

1988 წელი
რაილ ხისმატულინმა ჩამოაყალიბა და თვითონ ჩაუდგა სათავეში მეფუტკრეობის კოოპერატივს, რომელიც მუშაობდა და თანამშრომლობდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებთან.

1989 წელი
ექიმ-ნევროლოგმა ნაილა ხისმატულინამ  ჩინელ რეფლექსოთერაპევტ ვან ჩენგ ტიმთან შეისწავლა ჩინური ტრადიციული რეფლექსოთერაპია და აკუპუნქტურა.

1990 წელი
მეფუტკრეობის კოოპერატივი გარდაიქმნა მცირე სამეცნიერო-სამრეწველო დაწესებულებად - „აპიცენტრ ტენტორიუმად“. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო აპითერაპიის აღორძინება და აპითერაპიული მეთოდების გამოყენებით ადამიანების მკურნალობა და გაჯანსაღება, აგრეთვე ნატურალური და სასარგებლო საკვები პროდუქტების წარმოება. 90-იანი წლების დასაწყისისთვის ხისმატულინების ოჯახის მიერ შეგროვებული იქნა მეფუტკრეობის პროდუქტების საფუძველზე შექმნილი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროდუქტების დიდი კოლექცია. ამავე წელს პერმის პოლიკლინიკაში იქნა გახსნილი პირველი აპითერაპიის (აპიტოქსიკოთერაპიის) კაბინეტი.

1991 წელი
„აპიცენტრ ტენტორიუმის“ გენერალური დირექტორი რაილ ხისმატულინი მიღებულ იქნა სსრკ-ს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის აპითერაპიისა და მეფუტკრეობის სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.

1992 წელი
დაიწყო მეფუტკრეობის საფუძველზე დამზადებული დრაჟეების წარმოება.

1993 წელი
საერთაშორისო კონფერენციაზე „ფუტკარი და ადამიანი-1993“, რომელიც გაიმართა სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტის ბაზაზე,  რაილ ხისმატულინი ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო კომიტეტს.

1995 წელი
„აპიცენტრ ტენტორიუმმა“ მონაწილეობა მიიღო მეფუტკრეობის უდიდეს ფორუმზე - მეფუტკრეთა ასოციაციების საერთაშორისო კონგრესზე „აპიმონდია“ (ქ. ლოზანა, შვეიცარია). მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად გააქტიურდა ფუტკრის პროდუქციის წარმოება.

1996 წელი
„აპიცენტრ ტენტორიუმი“ გადაკეთდა შპს „ტენტორიუმად“. მას სათავეში ჩაუდგა კომპანიის გენერალური დირექტორი რაილ ხისმატულინი. კომპანიამ დაიწყო ყველა ფუტკრის პროდუქტის გადამუშავება.

1997 წელი
უნიკალური გამოკვლევებისთვის და ნედლეულის ხარისხის შესამოწმებელად შეიქმნა ეკოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორია. დღეს ეს არის  გამოკვლევებისა და სერტიფიცირების დამოუკიდებელი კვლევით-ლაბორატორიული ცენტრი „ფედერალი“

1998 წელი
კომპანია დრაჟე „აპი-სპირას“ შემუშავებისთვის დაჯილდოვდა საერთაშორისო ეკოლოგიური კონფერენციაზე I ხარისხის დიპლომით.
აგრეთვე შემუშავებული იქნა სპეციალური პროგრამები: „კუჭ-ნაწლავის გაწმენდის პროგრამა“, „ანტისტრესული მატონიზირებელი პროგრამა“, „ჯანმრთელობის სრული პროგრამა“.

1999 წელი
კომპანია ტენტორიუმის დიდი საერთაშორისო აღიარება - ვანკუვერში (კანადა), მეფუტკრეობის ასოციაციების საერთაშორისო კონგრეს „აპიმონდიაზე“ დაჯილდოვდა მედლით.
შემუშავდა და წარმოებაში ჩაეშვა ტენტორიუმის პროდუქტები: „ხლებინა“, „სორბუსი“, „აპი-სპირა“, კრემები „რინო-ფაქტორი“ და „აპი-ბიუსტი“.

2000 წელი
ტენტორიუმი აღიარებულ იქნა საერთაშორისო გამოფენა „ინტერმედის“ ლაურეატად.

2001 წელი
„დნმ-მარედუცირებელი ნუკლეაზების“ სამეცნიერო აღმოჩენის იდეის დასაბუთებისთვის დაჯილდოვდა რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის კაპიცის და ვავილოვის სახელობის მედლებით.
კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო აღიარება - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, „აპიმონდია-2001“-ზე, კომპანიამ მიიღო ოთხი მედალი და პირველი ადგილი მსოფლიო გამოფენაზე „აპიექსპო-2001“.

2002 წელი
დაიწყო პროდუქციის წარმოება ახალი მეფუტკრეობის ნედლეულით - ქიტინით და ქიტოზანით, რომლის საფუძველზე შემუშავდა უნიკალური პროდუქტი „აპი-ხიტი“.
გაიხსნა კურორტი „აპი-სპა“ - მრავალპროფილიანი აპითერაპიის ცენტრი მძლავრი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ბაზით.
დღეს კურორტი „აპი-სპა“ წარმოადგენს სამკურნალო-გამაჯანსაღებელ უნიკალურ კომპლექსს, სადაც მინერალური წყლის, სამკურნალო ტალახის და აპითერაპიის მეთოდების გამოყენებით ტარდება 40-მდე უნიკალური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურა.

2003 წელი
ტენტორიუმი აპიმონდიის XXXVII საერთაშორისო კონგრესზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით (ქ.ლუბლიანა, სლოვენია).

2004 წელი
წარმოების განვითარების ასოციაციის მიერ ტენტორიუმი დინამიური განვითარებისთვის და უმაღლესი ხარისხის მომსახურებისთვის დაჯილდოვდა ოქროს მედლით.
ნაილა ხისმატულინას მიენიჭა რუსეთის საბუნებისმეტყველებო აკადემიის ე.დაშკოვას სახელობის ოქროს მედალი.
შეიქმნა ახალი პროდუქტები: კბილის პასტა „აპიდენტი“, დრაჟე „ჩერემა“ და ფრჩხილებისა და ნუნების კრემი.
ჩატარდა პირველი ექსპედიციები „ტენტორიუმის“ პროდუქციის გამოსაცდელად ექსტრემალურ პირობებში.

2005 წელი
კომპანია ტენტორიუმს მიენიჭა საერთაშორისო პრემის „ევროპული სტანდარტი“ (ქ. ბერნი, შვეიცარია). საერთაშორისო ჯილდო „ევროპული სტანდარტი“ - ეს არის ტენტორიუმის პროდუქციის ხარისხის, ბრენდ ტენტორიუმის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
ტენტორიუმის
საქმიანობის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო მას მიენიჭა ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუტის პრემია.
წარმოების განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ კომპანიის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს რაილ ხისმატულინს მიანიჭა ოქროს „ნაპოლეონის მედალი“.

მსოფლიო გამოფენაზე ტენტორიუმს მიენიჭა „აპიექსპო-2005“ ოქროს მედალი. 
აპიმონდიის 39-ე საერთაშორისო კონგრესზე (ქ.დუბლინი, ირლანდია) ტენტორიუმი დაჯილდოვდა ოქროს მედლით ნომინაციაში „მეფუტკრეობის პროდუქტების საფუძველზე დამზადებული უნიკალური პროდუქციის კოლექცია“.

გამოვიდა ნ. ხისმატულინას წიგნი „აპითერაპია“

2006 წელი
კომპანიის გენერალური დირექტორი რაილ ხისმატულინი დაჯილდოვდა II ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“.
გერმანიაში გაიხსნა ტენტორიუმის ოფიციალური წარმომადგენლობა.

2007 წელი
ტენტორიუმის კიდევ ერთი ტრიუმფი - მე-40 მეფუტკრეობის ფედერაციების საერთაშორისო კონგრეს „აპიმონდიაზე“ (ქ. მელბურნი, ავსტრალია) - 5 მედალი.

2008 წელი
ტენტორიუმმა მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეროს და იუნესკოს მოთხოვნით 14 სექტემბერს დაეწესებინათ ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ხელს შეუწყობდა მეფუტკრეობის პოპულარიზაციას და ფუტკრის, როგორც ბიოლოგიური სახეობის გადარჩენას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს თხოვნა დააკმაყოფილეს. ტენტორიუმი ყოველ წელს საზეიმოდ აღნიშნავს ამ დღეს დევიზით „გადაარჩინე ფუტკარი - შეინარჩუნე პლანეტა“.
ამ წელს გამოვიდა ე.წ. „ოქროს სერიის“ (იზომალტიანი პროდუქცია) და საბავშვო სერიის პროდუქტები.

2009 წელი
დაფუძნდა ფუტკრის დაცვის მსოფლიო ფონდი (WSBF e.V).

2010 წელი
კომპანია ტენტორიუმის პრეზიდენტი რაილ ხისმატულინი დასახელდა „წლის პერსონა-2009“ ნომინაციაში „ერის გაჯანსაღების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის“.

2011 წელი
წარმომადგენლობები გახსნილია გერმანიაში, იტალიაში, უკრაინაში, სერბიაში, მაკედონიაში, პოლონეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, ჩეხეთში, საქართველოში, აზეირბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში, მონღოლეთში, ყაზახეთში, ესტონეთში, ლიტვაში.
დაიწყო ახალი ქარხნის - მსოფლიოში უდიდესი ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელი აპიკომბინატის მშენებლობა.
კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი რაილ ხისმატულინი მიწვეული იქნა მეფუტკრეობის ფედერაციების ორგანიზაცია „აპიმონდიის“ პროპოლისის შემსწავლელ საერთაშორისო კომისიაში. ეს მიწვევა  კომპანია ტენტორიუმის მსოფლიო ავტორიტეტის და საერთაშორისო აღიარების მორიგი დასტურია.

2012 წელი
14 სექტემბერს გაიხსნა ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპიკომბინატი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელ ქარხანას. სპეციალურად აპიკომბინატისთვის გერმანულმა კომპანია „Ruland Engineering & Consulting“ შექმნა უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე, ექსკლუზიური დანადგარები, რომელიც სრულიად შეესაბამება ჰასპის (საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემა) პრინციპებს.
კომპანია ტენტორიუმი თანამშრომლობს რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის კვების კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტთან, რუსეთის მეცნიერების აკადემიასთან, რუსეთის მეცნიერების აკადემიასთან არსებულ  „ბიოინჟინერიის“ ცენტრთან, ასევე რიბნოეს მეფუტკრეობისა და სოფლის მეურნეობის აკადემიასთან, რიაზანის სამედიცინო ინსტიტუტის აპითერაპიის კათედრასთან, მოსკოვის სილამაზის ინსტიტუტთან. 
ტენტორიუმი აქტიურად არის დაკავებული პროფესიონალ სპორტსმენებში უსაფრთხო და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი კვების დანერგვის პროგრამით.

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები