a

   

ტენტორიუმი მსოფლიოში ფუტკრის ნაწარმის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი სამრეწველო-კვლევითი ჰოლდინგია. კომპანიამ თავისი 25 წლიანი ისტორია უძველესი სამკურნალო მეთოდების მოძიებას, გაცოცხლებასა და ახლის დანერგვას მიუძღვნა. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება და ახალი პროდუქცია თითქმის ყოველთვიურად იქმნება.
ტენტორიუმი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც საპროფილაქტიკო - გამაჯანსაღებელი აპიფიტოპროდუქციის (apis-ფუტკარი)  დასამზადებლად კაცობრიობისთვის ცნობილ ფუტკრის ყველა პროდუქტს იყენებს და ფიტო (fito -მცენარეული) კომპონენტების ჩართვით ამდიდრებს. კომპანია (ტენტორიუმი ლათინური სიტყვაა - ეს არის ძგიდე, ტიხარი, სადაც ფუტკრის ყველა გრძნობის ორგანოა განლაგებული) მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ხალხური მედიცინის ტრადიციულ რეცეპტებსა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული. ტენტორიუმი 200-ზე მეტი დასახელების პროდუქციას უშვებს, დამუშავების სტადიაშია 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაკრძალში მოპოვებული ნედლეული და მკაცრი ლაბორატორიული შემოწმება პროდუქციის ნებისმიერ ასაკში მიღების საშუალებას იძლევა - დაბადების პირველივე საათიდან ღრმა მოხუცებულობის ჩათვლით.   

ტენტორიუმი ძირითადად აწარმოებს აპიფიტოპროდუქციას, რომელიც მზადდება საწყისი ნედლეულის ორი დიდი ჯგუფისგან: მეფუტკრეობის პროდუქტებისგან (აპი)  და სამკურნალო მცენარეებისგან (ფიტო). წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი მათგანი გადის მრავალსაფეხურიან მკაცრ კონტროლს.
ნებისმიერი პროდუქტი, ბაზარზე გამოჩენამდე, 5-6 წლიან ლაბორატორიულ და კლინიკურ შემოწმებებს გადის, გადამოწმებულია უძველესი რეცეპტურებიც. ტენტორიუმის წარმატების საიდუმლოც, სწორედ პროდუქტების დამზადების ზედმიწევნით დაცულ წესებსა და ხარისხის უმკაცრეს კონტროლში მდგომარეობს. ჯილდოების არქივში თავმოყრილია ათეულობით უმაღლესი ჯილდო. მათ შორის, როგორც წარმოებისთვის, ასევე შემადგენლობის უნიკალურობისთვის. აღსანიშნავია მეფუტკრეობის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის „აპიმონდიის“ ოქროს მედლები, ISO 9001, HACCP (ISO 22 000) და ევროსტანდარტის ხარისხის სერტიფიკატები. პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კომპანია ტენტორიუმში დანერგილია ჰასპის (HACCP)-საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემის-პრინციპები. ჰასპის სისტემა აბსოლუტურად ყველა ეტაპზე საკვები წარმოების კონტროლს უზრუნველყოფს, აგრეთვე აკონტროლებს პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. ჰასპის სისტემის დანერგვის დროს აუცილებელია არა მარტო წარმოების და წარმოებული პროდუქციის, არამედ ნედლეულის, დამხმარე მასალის და რა თქმა უნდა ვაჭრობის სისტემის გამოკვლევა და ანალიზი. კომპანია ტენტორიუმი წარმოდგენილია ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე (გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი და სხვ.).
ტენტორიუმი წელიწადში გადაამუშავებს 343,8 ტონა ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის:

  • 255.3 ტონა თაფლს;
  • 45.6 ტონა პროპოლისს;
  • 37,8 ტონა ყვავილის მტვერს;
  • 4,9 ტონა ცვილს;
  • 0,2 ტონა ფუტკრის რძეს.

პროდუქცია

  • ფუტკრის პროდუქცია
  • დრაჟეები
  • შემავსებელი ბალზამები
  • თაფლის კომპოზიციები
  • თაფლის კოლექცია
  • კრემ-მალამოები
  • კოსმეტიკა
  • საბავშვო სერია
  • პირის ღრუს მოვლა
  • თმის მოვლა
  • სხეულის მოვლა
  • მსოფლიო ხალხთა რეცეპტები